7 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მიმართულებით გაიმართა თამაში თემაზე: „სახელმწიფოს მომავალი ლიდერები“, ხოლო ტექნოლოგიების მიმართულებით მასტერკლასი თემაზე: „პირველი ნაბიჯები ვებ-დიზაინის სამყაროში“.
პროექტი „სახელმწიფოს მომავალი ლიდერები“ მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის ლიდერობის, გადაწყვეტილების მიღების, გუნდური მუშაობისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევების განვითარებას. ვორქშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ძირითად პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ემსჯელათ სახელმწიფო მმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის ფორმებზე, მიეღოთ კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლის როლი და გაეცვალათ მოსაზრებები საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.
ღონისძიების სპიკერები გახლდათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ასისტენტი გიორგი ფარეშიშვილი.
მასტერკლასზე - „პირველი ნაბიჯები ვებ-დიზაინის სამყაროში“ - მსმენელები გაეცნენ ვებ-ტექნოლოგიების საფუძვლებს, პროგრამირების ენებს, მობილურ აპლიკაციებს, მონაცემთა ბაზებს, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს (AI), დიზაინსა და პროტოტიპირებას.
მასტერკლასს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი კაკაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
პროექტის ხელმძღვანელია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი მარინე უგულავა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება