20 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მაკა ჯულაყიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „ერის თვითგამორკვევის უფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის თანაფარდობა თანამედროვე საერთაშორისო სამართალში“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია სამართლის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი მარიამ ჯიქია, ოფიციალური რეცენზენტები კი სამართლის დოქტორი, პროფესორი მარინე კვაჭაძე და სამართლის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ნათია კინწურაშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაკა ჯულაყიძეს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება