13 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, მაგდა კოტრიკაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „პოლიტიკური პიარი და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები (პოსტსაბჭოთა საქართველოს მაგალითზე)“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ვახტანგ მაისაია, ოფიციალური რეცენზენტები კი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გუგული მაღრაძე და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ალიკა გუჩუა.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაგდა კოტრიკაძეს პოლიტიკის მეცნირების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება