28 თებერვალს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მადლენ პაპოშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „გლობალური პოლიტიკური ურთიერთობების კრიზისი და მისი დაძლევის პერსპექტივები“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი - თამარ კიკნაძე, ოფიციალური რეცენზენტები კი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი - ნიკა ჩიტაძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი - ედიშერ გვენეტაძე.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მადლენ პაპოშვილის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება