26 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის ლილი (ბაია) ამაშუკელის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „მასმედიის გავლენა პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ პროცესებზე“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თამარ კიკნაძე, ოფიციალური რეცენზენტები კი - ჟურნალისტიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფილოსოფიის დეპარტამენტის პროფესორი, მარინე ლომიძე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დავით ტაბატაძე.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლილი (ბაია) ამაშუკელს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება