1 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ლევან ნიკოლეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „პოლიტიკური ლიდერობა, როგორც საზოგადოების ინტეგრაციის მექანიზმი (ისრაელისა და საქართველოს მაგალითზე)“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თამარ კიკნაძე.
მომხსენებლის მიერ ნაშრომის დაცვისა და შესაბამისი პროცედურების შემდეგ, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭომ ლევან ნიკოლეიშვილს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება