კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე სალექციო კურსები დატვირთულია პრაქტიკოსი პროფესიონალების ჩართულობით.
4 და 18 ოქტომბერს ასოცირებული პროფესორ თამარ დუდაურის ორგანიზებით მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებთან საგნებში - ,,კორპორაციული მენეჯმენტი’’ და ,,ოპერაციული მენეჯმენტი’’ - მოწვეული იყვნენ: „ენერგო პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ტრაპაიძე და „თეგეტა მოტორსის“ რითეილის რეგიონალური დირექტორი, არჩილ მჭედლიშვილი.
გიორგი ტრაპაიძის ლექციამ თემაზე - „კორპორატიული კულტურა“ - ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა, რომელიც სტუდენტებისთვის პრაქტიკულ დავალებებს მოიცავდა. ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია კორპორაციული კულტურა და მისი განვითარება კორპორაციაში.
არჩილ მჭედლიშვილმა კი ისაუბრა თემაზე - „მომსახურების დაპროექტება“, სადაც ძირითადი აქცენტი პრაქტიკულ საკითხებზე გაკეთდა. სპიკერმა სტუდენტებს გაუზიარა თავისი გამოცდილება და მიმოიხილა ის ძირითადი ტენდენციები, რაც შეინიშნება თანამედროვე მომსახურების სფეროში, დასასრულს კი მათ კითხვებს უპასუხა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება