16 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის - „ქართული თვითმყოფადობა“ - ფარგლებში, ფილოლოგიის დოქტორის, ქეთევან გვაზავას, ლექციას უმასპინძლა თემაზე: „წმინდა ნინოს ცხოვრება“.
აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოს ფართო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანეს ეტაპებს, რომელთაც განსაზღვრეს ქვეყნის უნიკალური კულტურა და ფასეულობები, პროგრამის კულმინაცია კი იქნება 2026 წელი - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი.
ლექციას მოდერაცია ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა გაუწია.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება