ერასმუს+ პროგრამის პერსონალის მობილობის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთკვირიანი საპასუხო ვიზიტით ეწვია ლა რიოხას უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები ნატალია მედრანო საეზი და ალბა გარსია მილონი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები და მოლაპარაკებები გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიას, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკან მარიკა კლდიაშვილსა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრების დროს განხილულ იქნა ბიზნესის მიმართულებით უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობები და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები როგორც აკადემიური, ისე კვლევითი მიმართულებით. სტუმრებმა დაათვალიერეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა და დადებითად შეაფასეს ფაკულტეტის მიერ არჩეული განვითარების სტრატეგია.
გარდა ამისა, ლა რიოხას უნივერსიტეტის პროფესორებმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის ჩაატარეს ვორქშოპი თემაზე „თანამედროვე სწავლებისა და კვლევის მეთოდები ბიზნესისა და ეკონომიკის დარგში“.
ასევე, ლა რიოხას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მარანი „კოლხი“ და დააგემოვნეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ წარმოებული ღვინოები.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2019 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ლა რიოხას უნივერსიტეტთან. ამჟამად ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის 3 სტუდენტი გადის კვლევით პრაქტიკებს ლა რიოხას უნივერსიტეტში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება