კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გთავაზობთ კურსს - „სოციალური მედია მარკეტინგი“;
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება თავისუფლად შექმნას სხვადასხვა ტიპის რეკლამა სოციალურ ქსელში. კურსი არის პრაქტიკული, სადაც ყოველ ლექცია-სემინარზე შესაძლებლობა გექნებათ იმუშაოთ რეკლამის შექმნასა და და გაშვებაზე. კურსის მსვლელობის დროს განხილული იქნება რეალური ქეისები და ყველა მონაწილე ჩართული იქნება სარეკლამო კამპანიებში;
- კურსის ხანგრძლივობა - 6 კვირა (12 შეხვედრა);
- კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცება სერტიფიკატი! გარდა ამისა, კურსის დასრულების შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებს საშულება ექნებათ ისარგებლონ ორი დამატებითი შეხვედრით, სადაც ტრენერი კონსულტირებას გაუწევს მათ;
- კურსს გაუძღვება - ლია ხმიადაშვილი, ციფრული მარკეტინგული სააგენტოს Cloudbook-ის დამფუძნებელი;
კურსის ღირებულება: 500 ლარი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ვრცელდება 50%-იანი ფასდაკლება);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და დაგიკავშირდებით;
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ulll@ciu.edu.ge
იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/.../1rJobcNP2IrM9jzFKqOaKGsD.../edit
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება