17 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა - ნატა ძველიშვილმა და მედიაჩექერის რედაქტორმა - ნინო ნარიმანაშვილმა - ახალი წიგნის "ეთიკურად გაშუქების სახელმძღვანელო მედიისათვის" მე-2 ნაწილის პრეზენტაცია ჩაატარეს. შეხვედრა სასწავლო დისციპლინის ,,კონფლიქტების გაშუქების“ ფარგლებში (ხელმძღვანელი, კსუ-ს დეკანი ირინა ღვინერია), უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებისთვის დაიგეგმა, თუმცა მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს შეეძლო. წიგნის პრეზენტაციაზე, სტუდენტებმა და მომხსენებლებლებმა სხვადასხვა შემთხვევები განიხილეს, გაიმართა საინტერესო დისკუსია თვითრეგულირების საკითხებსა და ეთიკური და ზნეობრივი ჟურნალისტიკის პრინციპებზე. აღსანიშნავია, რომ 17 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, დაიგეგმა მომავალი სალექციო- სადისკუსიო თემაც, სადაც მომხსენებლები სტუდენტებს, ჟურნალისტის პირადი უსაფრთხოების საკითხებზე მიაწვდიან კონკრეტულ ინფორმაციას და მათ პოზიციასაც მოისმენენ. შეგახსენებთ, რომ კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ჟურნალისური ეთიკის ქარტიასთან ტრადიციული თანამშრომლობა აკავშირებს. 2017 მაისში ქარტიის და მედიაჩექერის ხელმძღვანელებმა ნატა ძველიშვილმა და სალომე აჩბამ კსუ-ს სტუდენტებს "ეთიკურად გაშუქების სახელმძღვანელოს" პირველი ნაწილი გადასცეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება