20, 21 და 22 აპრილს კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ვებინარების ციკლი გაიმართა.
პირველი ვებინარი „რეტკოს“ HR ჯენერალისტს, გვანცა ანთიძეს დაეთმო თემაზე: „CV/რეზიუმეს შედგენის ტექნიკები“. მეორე ვებინარზე სტუდენტების წინაშე წარდგა დასაქმების პლატფორმა „ჰიროსა“ და ტრენინგ ცენტრ „ერუდიოს“ ხელმძღვანელი, თამარ მესხიძე თემით: „სამუშაოს ძიების ხერხები“, მესამე ვებინარს კი კომპანია „ნეოფარმის“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, ნატო დურგლიშვილი წარუძღვა თემაზე: „ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ“.
ვებინარების ციკლი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მომხსენებლებისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და თემატურ საკითხებზე ემსჯელათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება