19 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ კობა კობალაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „გეოსტრატეგიული კოდის როლი ჩინეთის მსოფლიო გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრად ტრანსფორმაციის საქმეში: რეგიონული და გლობალური დონეები“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია, ოფიციალური რეცენზენტები კი სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვახტანგ კაპანაძე და გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კობა კობალაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება