სასტუმროში - “Courtyard by Marriott Tbilisi“ - საქართველოს ინტელექტკლუბის ორგანიზებით „ბიზნესლიგის“ „რა? სად? როდის?“ ჩემპიონატის მეოთხე ტური გაიმართა.
„ბიზნესლიგა“ მოყვარულთა და პროფესიონალთა დივიზიონებად იყოფა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მეოთხე ტურში 30-დან 26 შეკითხვას სწორად უპასუხა და დივიზიონის ჩემპონობა მოიპოვა.
ოთხი ტურის ჯამში, CIU-ს გუნდი, რომელსაც ბაკურ ხუბულავა ხელმძღვანელობს, საერთო ჩათვლას ლიდერობს.
ცნობისთვის, „ბიზნესლიგა“ ერთი წლის მანძილზე გრძელდება და მოიცავს 10 თამაშს, თითოეული თამაშის შემდეგ ვლინდება საპრიზო სამეული, სეზონის ბოლოს კი - „დიდი ჩემპიონი“.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება