სასტუმრო Courtyard Marriott-ში, საქართველოს ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ ორგანიზებით, სტარტი აიღო ბიზნეს-ლიგა 2023/2024 წლების სეზონმა.
ბიზნეს-ლიგა ორ დივიზიონად იყოფა - „მოყვარულები“, რომელშიც მონაწილეობენ სტუდენტური, ახალგაზრდული და დებიუტანტი გუნდები და „პროფესიონალები“, სადაც გამოცდილი მოთამაშეები და სატელევიზიო სახეებით არიან გუნდები დაკომპლექტებული. წინა ორი სეზონის მანძილზე, CIU-ს „რა? სად? როდის?“ ნაკრები გუნდი წარმატებით ასპარეზობდა მოყვარულთა ლიგაში - 2 წლის მანძილზე ყველაზე მეტი გამარჯვება და საპრიზო პოდიუმი დაუგროვდა. აღნიშნული შედეგის გათვალისწინებით, გუნდმა 2023/2024 წლების სეზონი პროფესიონალურ დივიზიონში დაიწყო.
მიუხედავად ამ ლიგაში დებიუტანტობისა, CIU-ს გუნდმა შესანიშნავად დაიწყო ასპარეზობა და პირველ რაუნდში 15-დან 15 კითხვას უშეცდომოდ უპასუხა, ხოლო მეორე რაუნდში 11 სწორი პასუხი დაუგროვდა, ჯამში კი 30 კითხვიდან 26 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნეს-ლიგა ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება და მოიცავს 10 თამაშს, თითოეული თამაშის შემდეგ გამოვლინდება პირველი სამეული და სეზონის ბოლოს - დიდი ჩემპიონი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება