29 მაისს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა მოაზროვნეთა მარათონი, რომელშიც ერთმანეთს 24 შეკითხვაზე 20 უნივერსიტეტის 30-მდე გუნდი ეჯიბრებოდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტურნირზე ორი გუნდით იყო წარმომადგენელი და ორივე მათგანმა საპრიზო ადგილები დაიკავა.
მეორე ადგილი - „მომესწრო გუნდი“, კაპიტანი - ლაშა სვინტრაძე;
მესამე ადგილი - „ჯომარდობა“, კაპიტანი - ილია ბატიაშვილი.
გამარჯვებული გუნდები, ბუებით, სერთიფიკატებითა და სხვადასხვა სუვენირული პრიზებით დასაჩუქრდნენ.
შეგახსენებთ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „რა? სად? როდის?“ ნაკრები და მთლიანად ინტელექტკლუბი, აქტიურად არის ჩართული მსგავსი სახის აქტივობებში და 2022/2023 სასწავლო წლების სეზონზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა, როგორც საუნივერსიტეტო შეჯიბრებში, ასევე ბიზნეს-ლიგაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება