კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა ტრადიციული ტრენინგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელებისთვის.
ტრენინგს უძღვებოდა ფილოლოგიის დოქტორი და CIU-ის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი ნინო მინდიაშვილი, რომელმაც მსმენელს დეტალურად გააცნო სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურის ძირითადი მახასიათებლები, ციტირების სტილები, წყაროების გამოყენება და დამოწმება სამეცნიერო ნაშრომში, სამეცნიერო ნაშრომის საზღვარგარეთის ჟურნალებში გამოქვეყნება-მოძიება, გაფორმების მეთოდები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სადოქტორო საფეხურის ახალ სტანდარტზე. განხილული იყო: სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განახლებული დაშვების წინაპირობებები, დისერტაციის დაცვაზე დაშვების წინაპირობები, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ნაშრომის რეცენზირების პროცესი, დოქტორანტების და ხელმძღვანელების თანაფარდობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება