კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
კონფერენციის დღე: 15 ივნისი;
მისამართი: ჩარგლის ქ. 73, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი.
სექციები:
სამუშაო ენები:
მოთხოვნები:
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს; ასევე, კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოწაფეები. აღნიშნული კოლაბორაცია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად;
მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში, სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს. სტუდენტი პასუხისმგებელია მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე;
აუცილებელია აპლიკანტს ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც უნდა იყოს აკადემიური სფეროს წარმომადგენელი: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი ან მოწვეული ლექტორი;
სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი თეზისის ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე დასტური ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს;
კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის ავტორი წარადგენს მხოლოდ ნაშრომის თეზისს, სრულ ვარიანტს კი პრეზენტაციის სახით წარადგენს კონფერენციის დღეს;
კონფერენციაზე დასაშვებია ინდივიდუალური ან ორი თანაავტორის მიერ წარმოდგენილი ნაშრომები. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები (სამი და მეტი ავტორის მონაწილეობით) არ განიხილება.
თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების დაცვით:
თეზისების სიმბოლოების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 750 და არაუმეტეს 1300 სიმბოლოსა;
შრიფტი: Sylfaen.
ინფორმაცია მონაწილეთათვის:
კონფერენციის პროგრამას მონაწილეები მიიღებენ ბეჭდური სახით, ხოლო თეზისები გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე - ciu.edu.ge
მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 10 წუთი, დებატებისთვის - 5 წუთი;
შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი; სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან ასევე მოსწავლეთა სექციის მონაწილეთა ხელმძღვანელები/პედაგოგები;
მნიშვნელოვანი თარიღები:
♦ 21.04.2024 - კონფერენციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა;
♦ 07.05.2024 - აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;
♦ 15.06.2024 - კონფერენციის გახსნა.
იხილეთ კონფერენციის სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/cwS3uCiva3WZBz4z6
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: conference@ciu.edu.ge
საორგანიზაციო კომიტეტი:
ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ვახტანგ წივწივაძე - CIU-ს კანცლერი;
ვახტანგ წივწივაძე (უმცროსი) - CIU-ს რექტორის მოადგილე;
ოლანი გოცირიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, CIU-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
მაგდა თორთლაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
მარიკა კლდიაშვილი - ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი;
გიორგი ხატიძე - სამართლის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
ეკატერინე ჭალაგანიძე - CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; მასობრივი კომუნიკაციების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
ანუკი წივწივაძე - CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
მაია ხელაია - CIU-ს უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი;
ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
მამუკა თორია - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ლალი მიქელაძე - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
თეა ლაზარაშვილი - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
მედეა წივწივაძე - CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე;
ნანა ჯანაშია - CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
ეკა ბერაია - ამერიკათმცოდნეობის დოქტორი, CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ნანა პარინოსი - CIU-ს ასოცირებული პროფესორი, ამერიკისმცოდნეობის დოქტორი, შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი;
ბექა ქანთარია - სამართლის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
ქეთევან შოშიაშვილი - CIU-ს სადოქტორო პროგრამების სპეციალისტი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
მარინე უგულავა - CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი, სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი; CIU-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
ბექა მანაგაძე - CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი, CIU-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
თამარ კენჯია - CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი;
დიმიტრი ცანავა - CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი;
ანი გაგნიძე - CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
მიხეილ ჯაჯანიძე - CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის კოორდინატორი;
შენგელი კიკილაშვილი - CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი;
ნინო სუდაძე - CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის კოორდინატორი;
მარიამ ნებიერიძე - ფილოლოგიის დოქტორი.
სამეცნიერო საბჭო:
სესილი გოგიბერიძე - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
კახაბერ კორძაია - მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს რექტორი;
მარინა გედევანიშვილი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი; CIU-ს ასოცირებული პროფესორი; CIU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ნინო ჭალაგანიძე - ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, CIU-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი; CIU-ს კანცლერის მრჩეველი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
ოლანი გოცირიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, CIU-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
მაგდა თორთლაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
მარიკა კლდიაშვილი - ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი;
გიორგი ხატიძე - სამართლის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
ეკატერინე ჭალაგანიძე - CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; მასობრივი კომუნიკაციების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, CIU - ს პროფესორი, CIU - ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ზაზა ცოტნიაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალისტიკის მიმართულებით, CIU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, CIU-ს მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, CIU-ს პროფესორი;
თამთა წირქვაძე - სამართლის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ეკა ბერაია - ამერიკათმცოდნეობის დოქტორი, CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ბექა ქანთარია - სამართლის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
როინ მიგრიაული - სამართლის აკადემიური დოქტორი; CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
მარჟენა ჟაკოვსკა - ვარშავის ომის მეცნიერებათა უნივერსიტეტის (პოლონეთი) ასისტენტ-პროფესორი;
მარჩინ ოლეინიკი - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, პოზნანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი;
მინდია უგრეხელიძე - სამართლის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
გურამ ღვინჯილია - სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
შორენა ქურდაძე - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ქეთევან შოშიაშვილი - CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო ინიციატივების კოორდინატორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
დავით მაღრაძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, CIU-ს მევენახეობა მეღვინეობის ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება