კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა EXPO GEORGIA-ს მიერ ორგანიზებულ განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს პირველად ონლაინ გაიმართა.
გამოფენის პირველი დღე უნივერსიტეტის ზოგად ღია კარის დღეს დაეთმო, სადაც კსუ-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელსა და დეკანებთან ერთად, საუნივერსიტეტო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები და ფაკულტეტები მიმოიხილეს.
ამავე დღეს გაიმართა კსუ-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის, პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ლექცია - „განათლება წარმატებისთვის“.
გამოფენის მეორე დღე ინდივიდუალურად დაეთმო თითოეული ფაკულტეტის ღია კარის დღეს: სოციალური მეცნიერებები; მევენახეობა-მეღვინეობა; სამართალი; მედიცინა; ბიზნესი - ფაკულტეტებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დეტალურად მიმოიხილეს თითოეული ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები, სამეცნიერო-საგანმანათლებლო აქტივობები, გაცვლითი პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება და ის განსაკუთრებული შეთავაზებები, რასაც წელს CIU სთავაზობს აბიტურინტებს.
დღის დასასრულს კი კსუ-ს საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის, ეკონომიკის დოქტორის, ასოცირებული პროფესორის, რუსუდან დალაქიშვილის ლექცია გაიმართა თემაზე: „სწავლების თანამედროვე მეთოდები“.
უნივერსიტეტის აბიტურიენტებისადმი განსაკუთრებული შეთავაზებებისა და საბაკალავრო პროგრამების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
CIU - educationfair.ge
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თითოეულ აბიტურიენტს უსურვებს წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება