კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინსტიტუციურ დონეზე იზიარებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDG) და გაეროსთან აქტიური თანამშრომლობით, ხელს უწყობს მის განხორციელებას სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობით. ამ მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და ძალისხმევით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი.
გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის გლობალური ინიციატივა, რომელიც აერთიანებს 23800-ზე მეტ კომპანიასა და 3000 არასამეწარმეო პირს მსოფლიოს 167 ქვეყნიდან, რომლებიც მზად არიან, შექმნან მდგრადი მომავალი. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.
აღსანიშნავია ის დადებითი შედეგები, რასაც მოიტანს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრობა:
უნივერსიტეტი გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივის წევრი, რაც საშუალებას აძლევს მას შეიძინოს ახალი კონტაქტები თითქმის ყველა ინდუსტრიის, სექტორის თუ ზომის ბიზნეს საწარმოებთან მსოფლიოს 167 ქვეყნიდან.
გლობალური შეთანხმების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას გაცვალოს ინფორმაცია კორპორაციული მდგრადობის შესახებ ქსელის სხვა წევრებთან.
გლობალური შეთანხმების წევრობით, უნივერსიტეტს ენიჭება წვდომა 15 წლის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ დაგროვებულ ინსტიტუციურ ცოდნაზე, კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით, კორპორაციული მდგრადობის მექანიზმებსა და რესურსებზე, ასევე, აღნიშნული მიმართულებით ტრეინინგებში ჩართვის შესაძლებლობაზე.
გლობალური შეთანხმების წევრ ორგანიზაციას შესაძლებელია გაეწიოს დახმარება გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების საშუალებით, რომელიც 60-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, საქართველოშიც.
გლობალური შეთანხმება არის გაეროს ინიციატივა. მისი წევრობით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იძენს ავტორიტეტს, ცოდნასა და გაეროს გამოცდილებას.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს „მდგრადი განვითარების მიზნების ლაბორატორია“. გაეროს გლობალური შეთანხმების წევრობა შესაძლებლობას აძლევს უნივერსიტეტს ლაბორატორიის ბაზაზე განახორციელოს მასშტაბური პროექტები და ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება