განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ფართო სფერო - ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
დეტალური სფერო - მედიცინა
სწავლის სფერო - მედიცინა
მედიცინის კლინიკური დისციპლინების დეპარტამენტი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 4 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
საბაზისო მედიცინის დეპარტამენტი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ფართო სფერო - ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
დეტალური სფერო - დენტალური მედიცინა
სწავლის სფერო - სტომატოლოგია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ფართო სფერო - ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
დეტალური სფერო - თერაპია და რეაბილიტაცია
სწავლის სფერო - ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.
ფართო სფერო - ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი
ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია.
ფართო სფერო - სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
სწავლის სფერო - პოლიტიკის მეცნიერება
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.
კონკურსი ცხადდება 2022 წლის 03 თებერვლიდან აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2022 წლის 07 მარტიდან 2022 წლის 12
მარტის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
8. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობა);
9. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
10. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
კონკურსანტი იყოს იმ სპეციალობის / საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, რომლის ფარგლებშიც სურს აკადემიური თანამდებობის დაკავება.
პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:
დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის ფართო /ვიწრო /დეტალურ / სწავლის სფეროში არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით.
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2022 წლის 14 მარტს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2022 წლის 15 მარტს;
შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 16 მარტს.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე.
hr@ciu.edu.ge
ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება