26 მარტს, კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის - „ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ“ ფარგლებში ანა ვარდოსანიძის მასტერკლასი თემაზე: „კარიერა და ლიდერული თვისებები“ - გაიმართა.
ანა ვარდოსანიძე საქართველოს ბანკის ახალგაზრდა ტალანტების პროექტების კოორდინატორია, რომელმაც სტუდენტებს ისეთ საკითხებზე ესაუბრა, როგორიცაა ლიდერისთვის საჭირო თვისებები; საქართველოს ბანკის მიმდინარე პროგრამები და ვაკანსიები; კონკრეტულ ვაკანსიაზე გასაგზავნი სააპლიკაციო დოკუმენტის თავისებურებები და სხვ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება