კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს „კამათის ხელოვნება”. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათის კულტურის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის, საჭირო მასალებისა და ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარება. ასევე, მათი სწორად გამოყენება, კომპრომისის ნახვა და შეთანხმება. პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ საჯარო და კერძო სკოლების XII კლასის მოსწავლეებს.
პროექტი, რომელიც 2 კვირის განმავლობაში გრძელდება, შედგება ლექციებისა და თამაშებისგან. რეგისტრირებული გუნდები თამაშამდე ისმენენ სალექციო კურსს.
სალექციო თემები და მენტორები:
პეტრე მამრაძე - ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი.
თემა: ,, კამათის და შეთანხმების ხელოვნება“.
გიორგი ფარეშიშვილი - CIU-ს პოლიტიკის მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, რექტორის მრჩეველი.
თემა: ,, კამათის ხელოვნება დიპლომატიაში “ ;
ირმა ჭოლაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ კორესპონდენტი , CIU-ს მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.
თემა: ,, კამათი, როგორც კონსტრუქციული ჟურნალისტიკა“;
ირინა ბათიაშვილი -CIU-ს დოქტორანტი, ევროპის უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომიტეტის წევრი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, ლექტორი ადამიანის ძირითად უფლებებში და საკონსტიტუციო სამართალში.
თემა: ,, კამათის ხელოვნება სამართალში”;
მნიშვნელოვანი თარიღები:
დარეგისტრირდი https://bit.ly/3JRLPqE
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: schoolprojects@ciu.edu.ge
პროექტის დებულება იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი - მარინე უგულავა. ტელ: 577 211444
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება