22 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ირაკლი გაბელიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „შავი ზღვის უსაფრთხოება თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ვახტანგ მაისაია, ოფიციალური რეცენზენტები კი პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ალიკა გუჩუა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ედიშერ გვენეტაძე.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი გაბელიას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება