26 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბმა „რა? სად? როდის?“ სპორტული ჩემპიონატით სეზონი დახურა!
სეზონის განმავლობაში ინტელექტკლუბმა 30-ზე მეტი ღონისძიება ჩაატარა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის.
ფინალურ ტურზე გამოვლინდენენ სეზონის გამარჯვებული გუნდები და მოაზროვნეები:
ტურის დასაწყისში ინტელექტკლუბმა მადლობა გადაუხადა სპორტულ ინტელექტუალურ თამაშში - „მე-12 მოთამაშე“ - გამარჯვებისთვის CIU-ს სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდ „რეკორდმაისტერს“.
„რა? სად? როდის?“ ჩემპიონატი 4 ტურისგან შედგობოდა და 23 გუნდიდან ფინალურ ეტაპზე 10 გადავიდა. ფინალში გუნდებმა უპასუხეს 36 შეკიხვას, რომლებიც მოიცავდა: ბლიცის, სუპერბლიცის, შავი ყუთის, „რა? სად? როდის?“, კლასიკური ტიპის შეკითხვებსა და სტუმრის რაუნდს. სტუმარი საქართველოს ინტელექტკლუბის წევრი, ეკონომისტი, მოაზროვნე ნუკრი გოგიშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდებს სიმბოლურად ერთი კითხვა დაუსვა.
მეოთხე ფინალური ტური 19 ქულით „მოქალაქეთა კავშირმა“ მოიგო, ხოლო 16-16 ქულით მეორე მესამე ადგილი აურორამ და სიზიფეს მითმა გაიყვეს. ჩემპიონატის ოთხი ტურის შემდეგ საპრიზო სამეული გამოვლინდა:
გამარჯვებული გუნდები და მოთამაშეები ინტელექტკლუბისა და უნივერსიტეტისგან სერტიფიკატებით, წიგნებით, თასებით, მედლებით, ბუებით, საახალწლო კონცერტის ბილეთებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას მუსიკალურად ბექა მანაგაძე აფორმებდა.
ცნობისთვის, აღნიშნული სეზონი ინტელექტკლუბისთვის რიგით მეათე იყო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება