27 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ასოცირებული პროფესორის, დოქტორ ნანა პარინოსის ხელმძღვანელობით, ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებმა ინგლისურენოვანი სიმულაცია დადგეს.
ინგლისურენოვანი ლექცია-სიმულაცია მიეძღვნა სასტუმროს ბიუჯეტირებასა და სტუმარ-მასპინძლობის მენეჯმენტს. სტუდენტებმა ინგლისური ენის კარგი ცოდნა გამოავლინეს.
ზემოხსენებული ტიპის მოდელირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტურზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის, რადგან იგი გაჯერებულია ინგლისურენოვანი სტუმარ-მასპინძლობის ტერმინებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი მარიკა კლდიაშვილი, დეკანის მოადგილე ჯემალ სოლოღაშვილი, პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მიქელაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება