31 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პროექტის - „სამართლის აკადემია აბიტურიენტებისთვის“ ფარგლებში, „იმიტირებული სასამართლო პროცესი“ გაიმართა.
აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის და პროექტის - "CIU აკადემია" ხელმძღვანელმა, დავით გვეტაძემ უმასპინძლა.
„იმიტირებულ სასამართლო პროცესს“ სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი, ნინო ხარიტონაშვილი ხელმძღვანელობდა. ასევე, პროცესში მოსწავლეებს მოდერატორობა გაუწიეს და საკუთარი ცოდნა გაუზიარეს CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა მარიამ ხურციძემ, ნინო გურჩიანმა და თეო გაიდაროვმა.
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, „იმიტირებული სასამართლო პროცესის“ შემდეგ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება