კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, იმიტირებული ღამის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ხელოვნური განათების პირობებში პრაქტიკული სამუშაო შეასრულეს.
სტუდენტებს მოქმედმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა გააცნეს ის მეთოდები რაც გამოიყენება შენობაში ღამის პირობებში დათვალიერების დროს.
ადგილზე მოხდა ვიზირების გაკეთება, დაქტილოსკოპიურად ობიექტების დამუშავება, უხილავი კვლების გამოვლენა, ულტრაიისფერი ნათებებით და სპეციალური ქიმიური სითხის გამოყენებით.
ასევე სტუდემტებმა პრაქტიკაში ნახეს თუ როგორ ხდება ტყვიის ტრაექტორიის განსაზღვრა და დადგენა.
სტუდენტებმა მოძიებული მტკიცებულებები დალუქეს შესაბამისი წესით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება