15-17 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი „გლობალური მეწარმეობის კვირეულის“ (Global Entrepreneurship Week 2023 / GEW) ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს უმასპინძლებს.
GEW არის საერთაშორისო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ანტრეპრენერთა ეკოსისტემის ხელშეწყობასა და წახალისებას. კვირეულის ფარგლებში ყოველწლიურად, 2008 წლიდან მოყოლებული - დღემდე, 200-მდე ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
კვირეულში მონაწილობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტები და, მათ შორის, საქართველოდანაც.
პლატფორმა „იდეების ბანკის“ (Idea Bank) მიერ შემოთავაზებულია ღონისძიებათა ფორმები, რომლითაც უნივერსიტეტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მონაწილობა კვირეულში. სწორედ ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი Global Entrepreneurship Network-ის წარმომადგენლებთან საქართველოში, შესაბამისად, უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებები კვირეულის ფარგლებში სწორედ Idea Bank-ის პლატფორმასთან არის მისადაგებული.
ღონისძიებათა განრიგი:
15 ნოემბერი, 15:00 საათი, აუდიტორიები # 401 / 405
Increasing Creativity Capacity - „შემოქმედებითი აზროვნება - მე ამისგან გავაკეთებ “
კურსს უძღვება ბიზნესტრენერი - ია ნადირაშვილი.
ღონისძიება მიზნად ისახავს კრეატიული აზროვნების განვითარებას, იდეების გენერირებასა და სხვადასხვა შემოქმედებითი ტექნიკების მეშვეობით ინოვაციური პროდუქტის მიღებას.
თავდაპირველად, სტუდენტებს ჩაუტარდებათ მასტერკლასი კრეატიულ ტექნიკებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი მოგვიანებით , გუნდური მუშაობის დროს გამოიყენებენ.
ვორქშოპის ნაწილში სტუდენტებს მოცემული ექნებათ სხვადასხვა, თემატურად განსხვავებული ნივთები, რითაც ისინი შეეცდებიან ახალი პროდუქტის მიღებას.
ღონისძიების შინაარსი:
♦ მასტერკლასი შემოქმედებითი ტექნიკების შესახებ;
♦ სამუშაო დრო - ვორქშოპი;
♦ მიღებული პროდუქტის წარდგენა;
♦ შეფასება / დაჯილდოება.
ღონისძიების ხანგრძლივობა: 4 საათი
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://shorturl.at/krPR2
16 ნოემბერი, 16:00 საათი, აუდიტორიები # 401 / 405
Pitch Competition / Startup Challenge - ინკუბატორიში შემოსული იდეების პრეზენტირება
კურსს უძღვება ბიზნესტრენერი - შალვა ოთანაძე.
Pitch Competition ითვალისწინებს, „ბიზნეს ინკუბატორში“ შემოსული იდეების დამუშავებას და შემდეგ მათ ეფექტურ პრეზენტაციას (ფიჩინგი) 1 წუთში.
ღონისძიების შინაარსი:
♦ მასტერკლასი Pitch Presentation-ის შესახებ;
♦ მონაწილეების მიერ პრეზენტაციის მომზადება;
♦ ფიჩინგი;
♦ ინდივიდუალური შეფასება;
♦ შეჯამება / შეფასება ჟიურის მხრიდან;
♦ დაჯილდოება.
ღონისძიების ხანგრძლივობა: 3 საათი.
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://shorturl.at/juz08
17 ნოემბერი, 15:00 საათი, აუდიტორია # 101
Startup Culture in the Classroom / გამოფენა - კვირეულის დახურვა - მოწვეული ანტერპრენერები
ღონისძიება ითვალისწინებს გამოფენას, სადაც მოწვეულ ანტრეპრენერებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტი. ასევე, მეწარმეები წარდგებიან სიტყვით, გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას აუდიტორიას და ჩაერთვებიან პანელურ დისკუსიაში.
სპიკერები:
♦ ლევან მესხიშვილი, კომპანია - Webapp, დირექტორი, თანადამფუძნებელი;
მოხსენება თემაზე: „იდეიდან რეალურ მომხმარებლამდე“;
♦ ირაკლი ჩავლელიშვილი, კომპანია - „მზეთამზე - გემოვანი პური“, დამფუძნებელი.
მოხსენება თემაზე: „საკვების წარმოების მომავალი - უვნებელი სურსათი VS მარგებელი საზრდო“.
ღონისძიების შინაარსი:
გამოფენა;
სიტყვით გამოსვლა;
პანელური დისკუსია, Q&A;
სტუმრების დაჯილდოება;
ფურშეტი.
ღონისძიების ხანგრძლივობა: 3 საათი.
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://shorturl.at/nvEQ9
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება