19 მარტს იუსტიციის სამინისტროს გამარჯვებული და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ თანადაფინანსებული საგრანტო პროექტის: „ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ და დევნილ ახალგაზრდებში" ფარგლებში, CIU-ს იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა საუნივერსიტეტო კლუბის - „ახალი თაობის ხიდი“ - წევრებისთვის ტრენინგი „რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სამართლებრივი მაგალითები“ ჩატარდა.
ტრენინგს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თაჯვდომარე, გიორგი ფარეშიშვილი უძღვებოდა.
საგრანტო პროექტის ხელმძღვანელია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო მინდიაშვილი, ხოლო თანახელმძღვანელები - იურისტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი რევაზ ბერულავა და სოციოლოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზაციული განვითარების სამსახურის კოორდინატორი ნია სადაღაშვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება