9 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიორგი აბაზაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „რელიგიური კონფლიქტების გაშუქება ქართულ მედიაში 2019-2023 წლებში“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი - ზაზა ცოტნიაშვილი, ოფიციალური რეცენზენტები კი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი კალანდია და ფილოლოგიის დოქტორი ჟურნალისტიკაში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი მაკა დოლიძე.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი აბაზაძეს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება