2024 წლის 9 ოქტომბერს, 14:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 305-ე აუდიტორიაში შედგება სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ, გიორგი აბაზაძის სადისერტაციო ნაშრომის „რელიგიური კონფლიქტების გაშუქება ქართულ მედიაში 2019-2023 წლებში“ საჯარო დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ზაზა ცოტნიაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
გიორგი კალანდია - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი;
მაკა დოლიძე - ფილოლოგიის დოქტორი ჟურნალისტიკაში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება