8 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი აბაშიშვილი მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის (ნიდერლანდები) პროფესორს, პატრიკ მარტენსს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის გამოცდილების გაზიარებაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტისათვის სწავლებისა და სტუდენტების დასაქმების მიმართულებით. განიხილეს ცალკეული პოტენციური ერთობლივი პროექტები და მათი განხორციელების გზები. გააანალიზეს ის შესაძლებლობები, რომელიც დაეხმარება ბიზნესის ფაკულტეტს მეტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, როგორც საგანმანათლებლო, ისე კვლევების კუთხით. ამავდროულად, შეხვედრაზე განიხილეს პროფესორ მარტენსის პერსონალური თანამშრომლობის შესაძლებლობა ბიზნესის ფაკულტეტთან და ამ მიმართულებით გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ბოლოს გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, პატრიკ მარტენსი არის მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი და უფროსი კონსულტანტი. მისი სპეციალიზაციებია: ინსტიტუციური განვითარება; საერთაშორისო ვაჭრობა; ორგანიზაციული ქცევა; კონფლიქტების მოგვარება; გარემოსდაცვითი განათლება; პროექტების მართვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება