24 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა ნატოს გაერთიანებული სარდლობის უფროსი სამხედრო ანალიტიკოსი, ვიცე-პოლკოვნიკი რონ სიუვერტი (გერმანია), რომელმაც წაიკითხა სემინარი თემაზე: „ნატოს სამხედრო სტრუქტურების მიერ გამოყენებული ანალიტიკური მეთოდები და მათი პრაქტიკული გამოყენება უსაფრთხოების კვლევებში“.
სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ნატოს სამხედრო-ანალიტიკურ მეთოდებსა და უსაფრთხოების თეორიების გამოყენებაზე სამეცნიერო კვლევებში. მომოიხილა ნატოს სტრატეგია სხვადასხვა სახელმწიფოსთან მიმართებით და განიხილა გლობალური პოლიტიკის აქტუალური საკითხები.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გაგრძელდა ინტერაქციულ ფორმატში, სადაც აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის / საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ მაისაია.
სემინარს გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის / საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება