კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ფართო სფერო - ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი
ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.
ფართო სფერო - ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი
ვიწრო სფერო - სამართალი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 9 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.
ფართო სფერო - სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
სწავლის სფერო - ეკონომიკა
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.
ფართო სფერო - სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
სწავლის სფერო - საერთაშორისო ურთიერთობები
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია.
ფართო სფერო - სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
სწავლის სფერო - ჟურნალისტიკა
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია.
ფართო სფერო - მომსახურებები
სწავლის სფერო - ტურიზმი
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.
ფართო სფერო - მომსახურებები
დეტალური სფერო - სასტუმრო, რესტორანი და კვება
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.
კონკურსი ცხადდება 2021 წლის 29 დეკემბრიდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2022 წლის 31 იანვრიდან 2022 წლის 03 თებერვლის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
8. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
9. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში;
10. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია - იხილეთ PDF ფაილი
პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:
დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის ფართო /ვიწრო /დეტალურ / სწავლის სფეროში არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით.
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს:
რომელსაც აქვს სხვა მომიჯნავე ფართო /ვიწრო /დეტალურ / სწავლის სფეროში სამეცნიერო ხარისხი;
აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
აქვს შრომები შესაბამის ფართო /ვიწრო /დეტალურ / სწავლის სფეროში;
ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა;
რომელიც არის შესაბამისი ფართო /ვიწრო /დეტალურ / სწავლის სფეროში სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2022 წლის 04 თებერვალს.
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2022 წლის 05 თებერვალს.
შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 07 თებერვალს.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე - hr@ciu.edu.ge
ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება