განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის
შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
სწავლის სფერო - საექთნო საქმე
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 12 ვაკანსია
კონკურსი ცხადდება 2023 წლის 19 დეკემბრიდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2024 წლის 23 იანვრიდან 2024 წლის 27 იანვრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);
7. ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან/და ინგლისურენოვანი პროგრამის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომის ფლობა ან/და საქართველოში, ინგლისურ ენაზე სწავლების 3-წლიანი გამოცდილება ან/და საზღვარგარეთ, ინგლისურ ენაზე სწავლების 1-წლიანი გამოცდილება;
8. სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
9. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
საექთნო საქმის სწავლის სფეროში პროფესიული ნიშნით ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც აქვს:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი მეცადინეობის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2024 წლის 29 იანვარს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 30 იანვარს;
შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 31 იანვარს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე,
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701
უცხოელ კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე. hr@ciu.edu.ge
ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება