განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის
შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ფართო სფერო - ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი
ვიწრო სფერო - სამართალი
სწავლის სფერო - სამართალი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 3 ვაკანსია.
ფართო სფერო - სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
სწავლის სფერო - საერთაშორისო ურთიერთობები
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია;
სწავლის სფერო - პოლიტიკის მეცნიერება
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.
ფართო სფერო - ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა
სწავლის სფერო - მედიცინა
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია (მედიცინის საბაზისო დისციპლინები).
ფართო სფერო - ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები
ვიწრო სფერო - ჰუმანიტარული მეცნიერებები
სწავლის სფერო - ინგლისური ფილოლოგია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.
კონკურსი ცხადდება 2021 წლის 24 სექტემბრიდან აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2021 წლის 25 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი
დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
8. ბოლო 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
9. არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2021 წლის 29 ოქტომბერს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2021 წლის 30 ოქტომბერს;
შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 01 ნოემბერს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე - hr@ciu.edu.ge
ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება