განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის
შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ფართო სფერო - ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი
ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება
სწავლის სფერო - მენეჯმენტი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ფართო სფერო - ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი
ვიწრო სფერო - სამართალი
სწავლის სფერო - საერთაშორისო სამართალი
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ფართო სფერო - ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა
სწავლის სფერო - მედიცინა
საბაზისო მედიცინა
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია (მედიცინის საბაზისო დისციპლინები);
ფართო სფერო - ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა
სწავლის სფერო - სტომატოლოგია
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
ფართო სფერო - ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები
ვიწრო სფერო - ჰუმანიტარული მეცნიერებები
სწავლის სფერო - ქართული ფილოლოგია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
სწავლის სფერო - ინგლისური ფილოლოგია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
კონკურსი ცხადდება 2021 წლის 18 ივნისიდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2021 წლის 19 ივლისიდან 2021 წლის 23
ივლისის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი
დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
8. ბოლო 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
9. არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
- ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
- იმ საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეფცია (აღწერა), რომლის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილიც აქვს კონკურსანტს;
- იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
- საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
- ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
- იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
- საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:

ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია:
- დოქტორანტს შესაბამის / მონათესავე სპეციალობაში, რომელსაც ექნება სამეცნიერო – პედაგოგიური გამოცდილება;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები (ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:
დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით.
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს:
- რომელიც არის შესაბამისი დარგის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
- აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა;
- რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2021 წლის 26 ივლისს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2021 წლის 27 ივლისს;
შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 27 ივლისს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე.
hr@ciu.edu.ge
ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03