განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის
შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
სწავლის სფერო - მევენახეობა და მეღვინეობა
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 7 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია
კონკურსი ცხადდება 2021 წლის 01 ივნისიდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2021 წლის 02 ივლისიდან 2021 წლის 06
ივლისის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი
დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
8. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
9. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია:
პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:
დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის დარგში, არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც არის შესაბამისი დარგის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი და აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2021 წლის 07 ივლისს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2021 წლის 08 ივლისს;
შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 08 ივლისს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე.
hr@ciu.edu.ge
ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება