6-7 ოქტომბერს განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენას ექსპოჯორჯიამ მე-11 პავილიონში უმასპინძლა.
განათლების მასშტაბურ და მრავალფეროვან გამოფენაზე, სადაც 50-მდე უცხოური და ადგილობრივი უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები მონაწილეობდნენ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინფორმაციული სტენდით იყო წარმოდგენილი, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევდა მიეღოთ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ CIU-ს სტენდი ექსპოჯორჯიას მიერ დაჯილდოვდა ნომინაციაში - „საუკეთესო სტენდის კონცეფცია“.
CIU-ს სტენდთან მოსულ დაინტერესებულ პირებს, სტუმრებსა და აბიტურიენტებს საჭირო ინფორმაციას ფაკულტეტების სპეციალისტები, კოორდინატორები, სტუდენტ-მენტორები და თავად სტუდენტებიც აწვდიდნენ.
გიზიარებთ საგამოფენო სივრცეში დაგროვილ ემოციებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება