23 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, “გაიარე სტაჟირება და გახდი ნოტარიუსი” - კონკურსის დეტალები ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძემ გააცნო.
სტაჟირების პროგრამის თანახმად მომავალ იურისტებს, რომელთაც სურთ დაეუფლონ ნოტარიუსის პროფესიას, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სტაჟირების სრული კურსი. კურსი მოიცავს 10 თვეს. აქედან 5 თვე ეთმობა სანოტარო პრაქტიკას. პროფესიულ პრაქტიკას მომავალი ნოტარიუსები სანოტარო ბიუროებსა და სხვადასხვა საჯარო უწყებებში გაივლიან.
CIU სამართლის ფაკულტეტის მაგისტრანტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ნოტარიუსის პროფესიით ან ჯერ არ გაუკეთებიათ პროფესიული არჩევანი, შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ნოტარიუსის პროფესიის და ნოტარიუსად დანიშვნის ეტაპების შესახებ.
ლექციის დასასრულს მარიკა გოგოლაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და სანოტარო სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
დეტალური ინფორმაცია სტაჟირების კონკურსის წესისა და პირობების შესახებ ნოტარიუსის პროფესიით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ბმულზე: https://shorturl.at/bfxQV
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება