კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა, რაც საერთაშორისო პარტნიორების გარეშე, თანამედროვე ეტაპზე შეუძლებელია. უნივერსიტეტი, წლებია, ეფექტიანად აწარმოებს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესს, რომელშიც ჩართულნი არიან აკადემიური კორ[პუსი, სტუდენტები და ადმინისტრაცია.
უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიეთობების ოფიცერი სვეტლანა კირაკოსიანი გაცვლით პროგრამებს ხელმძღვანელობს. სწორედ მას მივმართეთ დეტალური ინფორმაციისთვის.
- რამდენად არის გაზრდილი უნივერსიტეტის საპარტნიორო ქსელი?
- უნივერსიტეტს, ამ ეტაპზე, თანამშრომლობის ხელშეკრულებები დადებული 65-მდე უცხოურ უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული. ეს რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ახალი პარტნიორების მოზიდვაზე, არსებულ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის გაძლიერებაზე ჩვენ პერმანენტულად ვმუშაობთ. თანამშრომლობა მოიცავს როგორც გაცვლითი პროგრამის განხორციელებას, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ლექტორების მოწვევას და პირიქით, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების გაგზავნას. პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვა კვლევითი თუ საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით იგეგმება და ხორციელდება.
- ძირითადად, რომელი ქვეყნის უნივერსიტეტები თანამშრომლობენ მჭირდოდ კსუ-თან?
- რეიტინგები წლიდან წლამდე იცვლება. ამ ეტაპზე ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობა პოლონეთის უნივერსიტეტებთან გვაქვს. ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ ბალტიისპირეთის უნივერსიტეტებთან: ლიტვის და ლატვიის უმაღლეს სკოლებთან. პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს ესპანეთის უნივერსიტეტებთანაც, სადაც ოთხ რეიტინგულ უნივერსიტეტშან ერთობლივ პროექტებს ვაწარმოებთ. ვთანამშრომლობთ სლოვაკეთის და იტალიის უნივერსიტეტებთან მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. ბოლო პერიოდის სიახლე კი სამხრეთ კორეის უნივერსიტეტებთან პარტნიორული ურთიერთობებია.
- როდესაც სტუდენტი გაცვლით პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად მიემგზავრება, რამდენად აფინანსებს ამას უნივერსიტეტი?
- გაცვლითი პროგრამები რამდენიმე სახისაა: პირველი, - ეს არის ერასმუს პლიუსი, რომელიც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამა. ამ შემთხვევაში, პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეგვაქვს ერთიანი განაცხადი დაფინანსებასთან დაკვშირებით. მერე კი, ყოველწლიურად ხდება ამ დაფინანსებების განხლება ევროკომისის მიერ. ასეთი პროგრამის ეგიდით განხორციელებული ყველა გაცვლითი პროგრმა სრულად ფინანსდება.
მეორე, - ეს არის საუნივერიტეტო პროგრმები, რომელიც, რიგ შემთხვევაში ,თანადაფინანსებით ხორციელდება, როდესაც უნივერსიტეტი გარკვეულ შეღავათებს უწევს სტუდენტს ან თანხის ნაწილს უფინანსებს.
მესამე ბლოკი კი ორმხირვ ხელშეკრულებაზე დაფუძნებული გაცვლითი პროგრამებია.
- რამდენად ხშირად სარგებლობენ სტუდენტები გაცვლითი პროგრამებით?
- გაცვლითი პროგრამები ჩვენ სემესტრულად გვაქვს და მინიმუმ, ოთხს ვახორციელებთ. თითოეულ მათგანზე განსხვავებული კვოტა გვაქვს. თუმცა ზოგიერთ უნივერტიტეთან საერთოდ არ გვაქვს კვოტა და ოცზე მეტი სტუდენტის გაშვებაც კი შეგვიძლია... თუკი ადგილები ლიმიტირებულია, კვოტების დადგენა ხდება წინასწარ, ყოველი გაცვლითი პროგრამის განხორციელებამდე.
- რომელი უნივერსიტეტებია განსაკუთრებით მოთხოვნადი სტუდენტებიში?
- ესეც განსხვავდება ფაკულტეტების მიხედვით. რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მეტი მობილობა ძველ მოკვშირე უნივერსიტეტებში ხორციელდება. მათგან გამორჩეულია პოლონეთის ,,ლოძის’’ უნივერსიტეტი.
- სარგებლობს თუ არა გაცვლით პროგრმით გაგზავნილი სტუდენტი შემდგომში რაიმე პრივლეგიით?
- რა თქმა უნდა. გაცვლითი პროგრამით წასული სტუდენტი უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ხდება, რაც ძალიან ეხმარება პროფესიულ თუ პიროვნულ ზრდაში. საზღვარგარეთ მიღებული განათლება სტუდენტს ანიჭებს მოვლენათა განსხვავებული აღქმისა და შეფასების უნარებს. დასაქმების მხრივაც, ახალგაზრდები, ვინც უცხოეთში ისწავლა, პრივილეგირებულნი არიან.
მომზადებულია სტუდენტების: მარიამ მიდელაურისა და ჯულიეტა ოქრუაშვილის მიერ
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება