2023-2024 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე იაგელონიის უნივერსიტეტში (კრაკოვი, პოლონეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის შემდეგი ფაკულტეტის სტუდენტებს: სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და ტექნოლოგიები, სამართალი.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 25 მაისი, 2023 წელი.
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge . აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ - ,,გაცვლითი პროგრამა იაგელონიის უნივერსიტეტში, პოლონეთი“.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ფინანსური პირობები:
· მონაწილეები იაგელონიის უნივერსიტეტში გათავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისგან (სწავლის საფასურს იხდიან CIU-ში, ჩვეულ რეჟიმში).
· იაგელონიის უნივერსიტეტი CIU-ს სტუდენტებს სთავაზობს ადგილს საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში სტუდენტებისთვის მისაღებ ფასში.
· წარმატებული კონკურსანტებისთვის უნივერსიტეტმა შემოიღო დაფინანსების შემდეგ სქემა:
|
წინაპირობა |
წახალისება |
1 |
კონკურსის შედეგების მიხედვით 1 ადგილზე გასვლა + მინ. GPA 3,5 |
სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + საცხოვრებლის თანადაფინანსება თვეში 100 ევროს ფარგლებში (5თვე) + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 5 საგნის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
2 |
კონკურსის შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,2 |
სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
3 |
კონკურსის შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,0 |
სემესტრული სწავლის საფასური + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
4 |
კონკურსის შედეგების მიხედვით შერჩეული + მინ. GPA 2,5 |
პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება