კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ესტუმრნენ.
საველე პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები ცენტრის საწარმოო პროცესს გაეცნენ. გაცნობით ტურს უშუალოდ უძღვებოდა „დელტას“ საკონსტრუქტორო დიზაინის, კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თეიმურაზ პულუზაშვილი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი, ბაია თოლორდავა.
ტურის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ, რაზეც ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი პასუხები მიიღეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება