7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფესტივალი „ღვინის დღეები“ ტარდება.
ფესტივალის გახსნაზე, თბილისში, ალექსანდრეს ბაღში მოწყობილ სივრცეში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ წარმოებული სხვადასხვა სახის ღვინო დაეგემოვნებინათ.
ფესტივალზე საუნივერსიტეტო პროდუქცია CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა წარადგინეს.
აღნიშნული ფესტივალი საქართველოს 23 ქალაქში იმართება, თემატიკა კი ღვინის გარდა მრავალფეროვან სამეცნიერო, გასართობ და კულტურულ აქტივობებს მოიცავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება