21 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საპატიო დოქტორების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
აკადემიურ განათლებასა და სამეცნიერო კვლევის, ასევე, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღეს ევროპარლამენტის წევრმა, კვესტორმა, საერთაშორისო სამართლის დოქტორმა, პროფესორმა კაროლ კარსკიმ (პოლონეთი) და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მარიუშ მაშკიევიჩმა.
სტუმრებმა სიტყვით გამოსვლაში საქართველო-პოლონეთის ახლო ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება და ორ ქვეყანას შორის, აკადემიური მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ღვაწლი აღნიშნეს.
ღონისძიებაზე სტუმრებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ მაისაია და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე.
სტუმრებისთვის შესრულდა მუსიკალური ნაწარმოებები და ქართული მრავალხმიანი სიმღერები, ხოლო ღონისძიებას მოდერატორობა გაუწია კსუ-ს რექტორის თანაშემწე ნანა პარინოსმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება