2 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, ექიმ ირაკლი გოგიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „გული“.
ლექციის ფარგლებში სპიკერმა ყურადღება ძირითადად შემდეგ საკითხებზე გაამახვილა: გულის ანატომია, გულის მანკები, აორტული ნაკლოვანება, მკურნალობის ვარიანტები, რეკომენდაციები და დიაგნოსტიკური მეთოდები, შეხვედრის მეორე ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
საჯარო ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება