7 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩატარდა მასტერკლასი, რომელიც დაეთმო ენეაგრამას, როგორც ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტს, მისი გამოყენების გზებს ბიზნესსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ღონისძიებას გაუძღვა ილია ნიკაჭაძე - NLP Coach და Enneagram მასტერი (ICTA), გეშტალტთერაპევტი (EAGT), საერთაშორისო ტრენერი და საქართველოს ენეაგრამას ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
მასტერკლასზე მონაწილეებმა შეისწავლეს ენეაგრამა როგორც ადამიანის ფსიქიკის რუკა, რომელიც ეფექტურად ეხმარება ფსიქოტიპების ამოცნობასა და ქცევის სიღრმისეულ გაგებაში. აღინიშნა, რომ ენეაგრამას უპირატესობა სხვა პროფაილინგის ინსტრუმენტებთან შედარებით სწორედ მის სიღრმესა და პრაქტიკულ შედეგებში მდგომარეობს.
მასტერკლასის ფარგლებში განხილული იქნა ენეაგრამას გამოყენება შემდეგ სფეროებში: ლიდერობა - ლიდერობის სტილის იდენტიფიცირება და მისი გაუმჯობესების გზები; მენეჯმენტი - გუნდის წევრების ფსიქოტიპების განსაზღვრა და ამით შრომის ეფექტური გადანაწილება; კომუნიკაცია - თანამშრომლებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და კონფლიქტების შემცირება.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება