2024 წლის 23 ოქტომბერს, 14:00-ზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 305-ე აუდიტორიაში შედგება მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ეკატერინე ჭალაგანიძის დისერტაციის „სოციალური რეკლამა კოვიდპანდემიის პერიოდში თანამედროვე ქართული მედიის მაგალითზე (2020-2022 წლები)“ საჯარო დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ხათუნა კაჭარავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
ზაზა ცოტნიაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მედიის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;
ნათია კუპრაშვილი - ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება