19 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ლიტერატურული კლუბის, „კარცერ-ლუქსის“ ინიციატივით, გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, ილია ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედლის მფლობელის, პოეტ ედუარდ უგულავასა და CIU-ს სტუდენტთა ერთობლივი პოეზიის საღამო.
აუდიტორიის წინაშე საკუთარი და ქართველ კლასიკოსთა ლექსები წაიკითხეს: თამარ ოყუჯავამ, ნანა მიქავამ, ლაშა სვინტრაძემ, ირაკლი მჭედლიშვილი და ბაკურ ხუბულავამ.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: შალერ (შაკო) გორდულავა და ბექა მანაგაძე.
პოეზიის საღამოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება